გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიღებულ რეზოლუციაში რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაცია დაგმო

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევას და ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის კანონებისა და იურისდიქციის არაკანონიერ დაწესებას.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში რუსეთი მოხსენიებულია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა.

ტექსტს, რომელიც უკრაინისა და კიდევ 30 ქვეყნის ინიციატივით იყო შეტანილი, 70-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მ. წინააღმდეგ 26 ქვეყანა წავიდა, მათ შორის, რუსეთი, სომხეთი და ბელარუსი.

მიღებულ რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაცია და ასევე აღნიშნულია უკრაინის ძალისხმევა ბოლო მოუღოს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა