მამუკა ბახტაძე - ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საჯარო რესურსების ეფექტური მართვის რეფორმა

ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საჯარო რესურსების ეფექტური მართვის რეფორმა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

"იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფისკალური პოლიტის განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა, რაც გულისხმობს ფისკალური დისციპლინისა და წესების შემდგომ სრულყოფას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამასთან, ჩვენ შევიმუშავებთ ვალის მართვის სტრატეგიას და არსებული პოლიტიკის მიხედვით ჩვენ ვალს ვიღებთ მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, ხოლო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების დასრულების შემდგომ დაიწყება ვალის ეტაპობრივი შემცირება. ამასთან, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, საინვესტიციო პროექტის დაწყებამდე განხორციელდება სათანადო კვლევა და ანალიზი, რომლის მიხედვითაც წინასწარ იქნება განსაზრვრული რა ეკონომიკური სარგებელი უნდა მიიღოს ქვეყანამ კონკრეტული პროექტის დაფინანსების შემდგომ. მხოლოდ, ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული პროექტის დაფინანსებაზე, რაც რათქმაუნდა, გაზრდის კაპიტალური დანახარჯების და სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის ეფექტურობას“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო