ელენე ხოშტარია - შს მინისტრის მოხსენება იყო ერთადერთი, რომელიც ეხებოდა გამოწვევებს, არ იყო პოლიტიზირებული და იყო საქმიანი

შს მინისტრის მოხსენება იყო ერთადერთი, რომელიც მართლაც ეხებოდა გამოწვევებს, არ იყო პოლიტიზირებული და იყო ძალიან საქმიანი, - ასე შეაფასა ”ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ შს მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას გამოსვლა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. მისი თქმით, ეს გამოსვლა იყო პოზიტიური. ამასთან, ხოშტარიამ გახარიას კითხვით მიმართა თუ რას ფიქრობს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით.

”არ შემიძლია პოზიტიურად არ გამოვყო შს მინისტრის მოხსენება. ეს მოხსენება იყო ერთადერთი, რომელიც მართლაც ეხებოდა გამოწვევებს, არ იყო პოლიტიზირებული, იყო ძალიან საქმიანი. შს მინისტრთან მაქვს კითხვა. თქვენ ძალიან სწორად საუბრობდით ადამიანის უფლებების და პოლიციის მუნდირის დაცვაზე, ზოგადად მკაცრი პოლიტიკის შესახებ, თუმცა ერთი გამოწვევა, რომელიც თქვენ არ გიხსენებიათ ეს არის ნარკოტიკის ჩადების სერიოზული პრობლემა. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ გაამართლეს რეპერები. 6 თვის განმავლობაში მოქალაქეებს დაატარებდნენ სასამართლოში, ამართლებინებდნენ თავს და ძალიან კარგია, რომ საბოლოო ჯამში, დადგა ეს განაჩენი. მე მაინტერესებს, ეს ნარკოტიკი თავისით ხო არ ახტა და ჩახტა იქ? ფაქტია, რომ პოლიციაში გვაქვს პრობლემა ამ მიმართულებით”, - მიმართა ხოშტარიამ გიორგი გახარიას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა