„ნაცმოძრაობის“ წევრი - აჭარის მთავრობის აპარატი და განათლების სამინისტრო 226 400 ლარის ღირებულების 5 ახალი ავტომობილის შეძენას აპირებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის რევაზ ხარაზის განცხადებით, აჭარის მთავრობის აპარატისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის 5 ახალი ავტომობილის შესაძენად ბიუჯეტიდან 226 400 ლარი არამიზნობრივად იხარჯება.

რევაზ ხარაზის თქმით, ავტომობილების შესაძენად ტენდერი მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. ოპოზიციის წარმომადგენელი აღნიშნულ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ასაჯაროებს.

ხარაზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს მოუწოდებს, რომ ტენდერი სასწრაფოდ შეწყვიტოს და ავტომობილების შეძენის ნაცვლად აღნიშნული თანხები სოციალურად დაუცველებს მოახმაროს.

"მე დღეს შესყიდვების დოკუმენტს წარმოგიდგენთ, რის საფუძველზეც აჭარის მთავრობის აპარატი და აჭარის განათლების სამინისტრო 226 400 ლარის ღირებულების 5 ახალი ავტომობილის შეძენას აპირებს. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როცა რეგიონში სოციალური მდგომარეობა მძიმეა. ეს ახალი ავტომობილები კონკრეტული პირებისთვის არის განკუთვნილი, ჩემი ინფორმაციით, ავთანდილ ბერიძეს აუხდება ოცნება და იმ პრემია დანამატებთან ერთად მიიღებს ახალ მანქანას. აჭარის განათლების სამინისტრო ორი ახალი ავტომობილის შესაძენად 97 200 ლარს ხარჯავს. მოვუწოდებ აჭარის მთავრობას, დროულად შეწყვიტოს გამოცხადებული ტენდერი და გამოყოფილი თანხა მოახმაროს მოსახლეობას",- აცხადებს რეზო ხარაზი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა