მამუკა ბახტაძე - ჩვენი ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშემწყობა

ჩვენი ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშემწყობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

„აღნიშნული პოლიტიკა ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. არსებული ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მთავრობის ზომის მნიშვნელოვანი შემცირება. რესურსების სამართლიანი გადანაწილება, რაც გულისხმობს კონკრეტული წლის ბიუჯეტის ეფექტურ განაწილებას, ასევე რესურსების სამართლიან გადანაწილებას თაობებს შორის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის, ფისკალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება განათლება.

„მომდევნო წლებში გაიზრდება განათლების დაფინანსებაზე მიმართული სახსრები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროფესიული განათლების ხელშეწყობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს