საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური სკოლის განვითარებას გეგმავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური სკოლის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„მუშაობა მიმდინარეობს ახალი ადმინისტრაციული შენობის განვითარების მიმართულებით, რათა ის დიდი ხნის პრობლემა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს, გადაჭრილი იქნას და შესაბამისი შენობა და ინფრასტრუქტურა ჰქონდეს. ჩვენი მიზანია, რომ დიპლომატიური სასწავლო ცენტრის რეფორმირება განვახორციელოთ და ის გარდავქმნათ დიპლომატიურ სკოლად, რომელიც შეძლებს სასერთიფიკაცო პროგრამების შემუშავებას და ეს პროგრამები მიბმული იქნება კარიერულ განვითარებასთან, შეფასების სისტემასთან და განგრძობითი განათლების ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა