მეტრო და 160-მდე ავტობუსი უფასოდ 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 1-ელი იანვრის 04:00 საათამდე იმოძრავებს

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, 31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 1 იანვრის დილის 4:00 საათამდე, მეტრო და 160-მდე დიდი ავტობუსი დედაქალაქში უფასოდ იმოძრავებს, - ამის შესახებ ბითაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე განცხადებით, როგორც დედაქალაქის რაიონებიდან ასევე, თბილისს მიკუთვნებული სოფლებიდან შესაძლებელი იქნება უფასო გადაადგილება.

„60-მდე მარშრუტი იმგვარად იქნება შედგენილი, რომ ნებისმიერი ლოკაციიდან შესაძლებელი იყოს დედაქალაქის ცენტრამდე და იმ ლოკაციებამდე კომფორტულად გადაადგილება, სადაც საახალწლო ღონისძიებები ტარდება. ვფიქრობთ, რომ მერიის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი დადებითად იქნება აღქმული ჩვენი თანამოქალაქეების მიერ. მათ უპრობლემოდ, კომფორტულად და უფასოდ ექნებათ გადაადგილების საშუალება“, - განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, საახალწლო კონცერტები თბილისში სამ ლოკაციაზე გაიმართება - გლდანში, ვარკეთილსა და ძველ თბილისში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო