დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი ამოცანაა, ინვესტიციების პარალელურად რაც შეიძლება მეტი დანაზოგები გვქონდეს

ჩვენი ამოცანაა, ინვესტიციების პარალელურად რაც შეიძლება მეტი დანაზოგები გვქონდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

„სტრუქტურული რეფორმების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ისინი გავყოთ, ასე ვთქვათ, დანაზოგების წამახალისებელ სტრუქტურულ რეფორმებად და პროდუქტიულობის გაზრდის სტრუქტურულ რეფორმებად. ამ მიმართულებით კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთმნიშვნელოვნად არის რეფორმები, რომელიც დანაზოგების წახალისებას უწყობს ხელს. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. კანონპროექტი შემუშავებულია და ატვირთულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე. ძალიან მალე, პრაქტიკულად, შემდეგ კვირაში, კომენტარების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის სხდომაზე უკვე განვიხილავთ კერძო დაგროვებით საპენსიო რეფორმას და შემოვალთ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით, რომ საკომიტეტო მოსმენებზე დავიწყოთ განხილვა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისათვის.

„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რა გვსურს მივიღოთ კაპიტალის ბაზრის რეფორმისგან, გვსურს, რა თქმა უნდა, მივიღოთ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები - როდესაც მეწარმე შეძლებს მიიღოს დაფინანსება არამხოლოდ კომერციული ბანკისგან, არამედ ღია ბაზრიდან. ის შეძლებს მოიზიდოს როგორც მისთვის საჭირო კაპიტალი, ასევე ის სასესხო საშუალებები და საჭიროებები, რომელიც მას გააჩნია. პროდუქტიულობის ნაწილში ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს