ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" სკოლებისთვის 50 000 ლარის გამოყოფის ინიციატივით გამოდის

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია სკოლებისთვის 50 000 ლარის გამოყოფის ინიციატივით გამოდის. საკრებულოს წევრის განცხადებით, ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, სკოლები უსაფრთხოების ზომებს გაზრდიან.

ინიციატივა "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილს შეადგენს, მაგრამ ახლა საკითხის გააქტიურება არასრულწლოვნებში ძალადობრივი ფაქტების ზრდას უკავშირდება.

"მოვუწოდებ ქუთაისის საკრებულოს ყველა წევრს, მხარი დაუჭიროს ჩვენი ფრაქციის ინიციატივას, ყველა სკოლა ქუთაისის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს 50 000 ლარით, რომელიც სკოლების უსაფრთხოებას და იმ საკითხების მოგვარებას მოხმარდება, რომელსაც პედაგოგიური და მშობელთა საბჭოები თვითონ გადაწყვეტენ. კოლეგებო, მოგიწოდებთ გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური უთანხმოება და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი შვილების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და განათლებას, ერთად ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე, ყველამ მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას და ერთად გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება. მარტო წუხილი, ვიშვიში ამ საქმეს ვერ უშველის", -აცხადებს გიგა შუშანია. მისი თქმით, მერიამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

ქუთაისში 38 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, სკოლებისთვის ბიუჯეტიდან 1 900 000 ლარი გამოიყოფა.

ქუთაისის ბიუჯეტის 52 მილიონიან პროექტს საკრებულო განიხილავს. ბიუჯეტი 25 დეკემბერს დამტკიცდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო