ქეთევან ციხელაშვილი - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ჯანდაცვის რეფერალური პროგრამით მოსარგებლეთა რიცხვი 6-ჯერ გაიზარდა

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ბოლო 4 წლის განმავლობაში ჯანდაცვის რეფერალური პროგრამით მოსარგებლეთა რიცხვი 6-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, არსებული ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ბოლო წლებში, გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას შორის კონტაქტები და მიმოსვლა საგრძნობლად გაიზარდა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, რომ ახალი ინიციატივების განხორციელებას უფრო მზარდი დინამიკა ჰქონდეს.

„ჩვენი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკით, ფაქტობრივად ვუპირისპირდებით დაყოფისა და დაშორიშორების ძალიან ხისტ პოლიტიკას, რომელიც გამყარებულია ტანკებით, მავთულხლართებით, სამხედრო სიმძლავრეებით, ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში და მანკიერი პრაქტიკით, პროპაგანდითა და მტრის ხატით. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე არის ძალიან ცალსახა - რაც უფრო მაღალია დაბრკოლებები, მით უფრო მეტი სამშვიდობო ძალისხმევა იქნება მიმართული მათ დასძლევად“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო