არჩილ თალაკვაძე - დავით ნარმანია ჩვენი გუნდის წევრია და მას ჩვენი მხარდაჭერა ექნება

დავით ნარმანია ჩვენი გუნდის წევრია და მას ჩვენი მხარდაჭერა ექნება, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს  განუცხადა.

თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ნარმანიას პარლამენტი სემეკის წევრის თანამდებობაზე აირჩევს.

„დავით ნარმანიას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება როგორც არასამთავრობო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის მიმართულებით. მისი პროფესიული გამოცდილების მხრივ კითხვები ნამდვილად არ გვექნება. ნარმანია არის ჩვენი თანაგუნდელი და მხარს დავუჭერთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა