დიმიტრი ქუმსიშვილი - პროდუქტიულობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება

პროდუქტიულობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

,,პროდუქტიულობის ნაწილში რეფორმებს მე გავაგრძელებ, ეს რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია - მათ შორის არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმის კანონპროექტი, რომელიც შემოსულია პარლამენტში. ეს გახლავთ კანონპროექტი, რომელმაც უნდა მოგვცეს სტიმული ჩვენს ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარების, ახალი ტექნოლოგიების შემოტანის, ახალი ინვესტიციების შემოტანის და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტზე ზეწოლის შემცირების და შესაბამისად, ბიუჯეტში გამოთავისუფლებული დარჩენილი თანხების სწორედ იქით გადამისამართების, სადაც ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად სჭირდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია გადახდისუუნარობის რეფორმა ბაზრის ლიკვიდურობის გაზრდისთვის.

„ეს რეფორმა არის იმისთვის, რომ სიცოცხლისუნარიანმა კომპანიებმა ძალიან სწრაფად შეძლონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია, ხოლო კომპანიები, რომლებიც, ასე ვთქვათ, არ იქნებიან სიცოცხლისუნარიანები, სწორი პროცედურით გავიდნენ ბაზრიდან და სწრაფად მოხდეს ეკონომიკაში ამ აქტივის გამოყენება, რომელიც მათ გააჩნიათ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს