ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუმსიშვილს - როგორც კი სავალუტო ჯიხურების ტაბლოს შეხედავ, საოცნებო საქართველო, რომელიც თქვენ დაგვიხატეთ, დაეცემა მიწაზე

როგორც კი გახვალ ქუჩაში და სავალუტო ჯიხურების ტაბლოს შეხედავ, ის საოცნებო საქართველო, რომელიც თქვენ დაგვიხატეთ, იმ წუთას დაეცემა მიწაზე, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს დიმიტრი ქუმსიშვილს.

„თქვენ ისე წარმოაჩინეთ პრეზენტაციაზე, რომ თუ ამას ჩვენი მოქალაქეები ადევნებდნენ თვალს, ალბათ, მაღაზიაში მისვლა აღარ მოუნდებათ იმიტომ, რომ როგორც კი გახვალ ქუჩაში და სავალუტო ჯიხურების ტაბლოს შეხედავ, ან მაღაზიაში, ან აფთიაქში მოგიწევს შესვლა, ის საოცნებო საქართველო, რომელიც თქვენ დაგვიხატეთ, იმ წუთას დაეცემა მიწაზე და რეალობას შევეჯახებთ. რეალობა არის შემდეგი, რომ ჩვენ გვაქვს მცირე და საშუალო ბიზნესის წილის კლება საერთო გამოშვებასა და დასაქმებაში. მაინტერესებს, საერთოდ, თქვენი პრეზენტაციის აწყობის დროს იფიქრეთ, თუ არა რაიმე პრობლემაზე რომ გელაპარაკათ, თუ რა პრობლემა აქვს ქართულ ეკონომიკას, რა პრობლემების წინაშე დგანან ჩვენი მოქალაქეები?“, - მიმართა ჭიაბერაშვილმა ქუმსიშვილს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა