სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ აქცია გამართა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივებმა ამ მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, სოფლის გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ წვიმიან ამინდში ფეხით უჭირთ გადადგილება, ზამთრის პერიოდში კი, ზოგჯერ სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ ახერხებს პაციენტამდე მისვლას.

ანაგის მოსახლეობა განცხადებით პრემიერ- მინისტრს მიმართავს და პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვს.

მოსახლეობის მოთხოვნას სიღნაღის მერის წარმომადგენელმა სოფელ ანაგის ერთეულში უპასუხა. ზაქარია ალხანაშვილის განცხადებით, მომავალ წელს იგეგმება სოფლის გზის მოხრეშვა და სანიაღვრე არხების გაკეთება. მანამდე კი, ხევის სათაო ნაგებობაზე მუშაობა დაწყებულია, რომ წყალმა მოსახლეობას პრობლემა აღარ შეუქმნას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო