ხათუნა გოგორიშვილი - პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის მოსმენას ფორმალურად უდგება

ლარი რომ გამყარდეს, რა გვეშველება და რა რისკები ელის მთავრობას - ასეთი შეკითხვები წელს არ გაგვიგია და ეს ნამდვილად, პარლამენტში წინგადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

„ამ გრაფიკში, როდესაც 5-6 კომიტეტი არის გაერთიანებული, მათ ერთად 2-2- საათი აქვს გამოყოფილი და ამ პერიოდში 4 და 5 მინისტრს უნდა მოვუსმინოთ, ეს არის ერთადერთი რამის დემონსტრირება, რომ პარლამენტი ფორმალურად უდგება ამ საკითხს და არანაირი მნიშვნელობა განხილვის შინააარს არ აქვს. ეს არის პარლამენტის პრობლემა და ეს არის პარლამენტის პრესტიჟის პრობლემა და არა მთავრობის. თუმცაღა, ობიექტურები უნდა ვიყოთ და ისიც უნდა ვთქვათ, რომ წელს, მაგალითად, ლარი რომ გამყარდეს, რა გვეშველება და რა რისკები ელის მთავრობას - ასეთი შეკითხვები არ გაგვიგია და ეს ნამდვილად, პარლამენტში წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა