ირაკლი აბესაძე - თეა წულუკიანი გასაკვირ თვითკმაყოფილებას გამოთქვამს სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური გავლენის ქვეშ არის

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გასაკვირ თვითკმაყოფილებას გამოთქვამს სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც არსებითად დღეს არის ხელისუფლების პოლიტიკური გავლენის ქვეშ, - ამის შესახებ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ”ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. აბესაძე დაინტერესდა რატომ არ ამოქმედდა ამ დრომდე საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი.

”იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გასაკვირ თვითკმაყოფილებას გამოთქვამს სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც არსებითად დღეს არის ხელისუფლების პოლიტიკური გავლენის ქვეშ. სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა არის კრიტიკულად დაბალი. ამ ყველაფერს დაემატა ღია კორუფციული შემთხვევები სახელმწიფო ქონების გამოყენებით ნაზღაიძის შემთხვევაში, ბიზნესდავებზე ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებებზე, კორუფციის შესაძლო ფაქტებზე სასამართლოში და ა.შ. ამ პრობლემის მოგვარებისთვის ოდნავ გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლეოდა საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი, რომლის ამოქმედებაც გაუგებარი მიზეზების გამო გადაგაქვთ”, - მიმართა აბესაძემ წულუკიანს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა