მიხეილ ჯანელიძე - დღეს პარლამენტში ვარ და ოპოზიციისგან ვისმენ, რატომ არ მოვდივარ პარლამენტში

დღეს პარლამენტში ვარ და ოპოზიციისგან ვისმენ, რატომ არ მოდიხარ პარლამენტშიო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკის კითხვის პასუხად განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ ჯანელიძეს დღემდე არ გაუცია პასუხი საპარლამენტო უმცირესობის წერილისთვის, რომლითაც მას უმცირესობის ფორმატში პარლამენტში იწვევდნენ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ მინისტრს არჩევანი არ აქვს და პარლამენტის რეგლამენტი ავალდებულებს, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტში მივიდეს.

„ნამდვილად ვცდილობ, ძალიან მჭიდრო კავშირი მქონდეს პარლამენტთან. ამას უკავშირდებოდა ის, რომ წლის განმავლობაში მე მქონდა მოხსენება როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ისე დიასპორის საკითხთა კომიტეტში. მე სწორედ ამ მოსმენის ფარგლებში მოვისმინე ოპოზიციისგან, რატომ არ მოდიხართ პარლამენტშიო, როდესაც მე პარლამენტში ვიყავი. დღეს პარლამენტში ვარ და იგივეს ვისმენ, რატომ არ მოდიხართ პარლამენტშიო. კითხვა-პასუხისთვისაც მზად ვარ. ის წერილი, რომელიც თქვენ ახსენეთ, გულისხმობდა დეკემბერში პარლამენტში ჩემს მოსვლას - დეკემბერია და მე პარლამენტში ვარ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გიორგი კანდელაკმა ზემოაღნიშნულ პასუხს არასაერიოზული უწოდა და განმარტა, რომ ჯანელიძე დაბარებულია საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში, დღეს კი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, იქნება ეს პარლამენტის რეგლამენტით თუ სხვა კანონმდებლობით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა