ლევან რაზმაძე - ”სიტროენ ჯორჯიას” მიერ დავების საბჭოს წევრების დაკითხვის მოთხოვნა ჰაერზე ნასროლი სიტყვებია

დავების საბჭოს წევრების დაკითხვას რომ ითხოვს "სიტროენ ჯორჯია", ეს ჰაერზე ნასროლი სიტყვებია, - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ "სიტროენ ჯორჯიას" დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ლევან რაზმაძემ აღნიშნა, დავების საბჭოს წევრებმა თავიანთი პოზიცია გადაწყვეტილებაში უკვე დააფიქსირეს. ”არავინ გაურბის დაკითხვას, თუმცა, ეს არის რაღაც ჰაერზე ნასროლი სიტყვები", - განაცხადა რაზმაძემ.

მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ შესყიდვების სფეროში გარიგებაზე იყოს საუბარი და ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

"რადგან გაინტერესებთ ავტოტრანსპორტის სფეროში პრობლემებთან დაკავშირებით არსებობს თუ არა გარიგებები, ამას წინ უნდა უძღოდეს კვლევები იმის შესახებ, თუ რა ხდება საერთოდ ამ ბიზნესში, გასულ წლებში და წინა ხელისუფლების დროს რა რაოდენობის ავტომობილების შესყიდვა ხდებოდა და დღეს როგორ მინიმალიზებულია ავტომობილების შესყიდვა სახელმწიფოს მხრიდან. ამ ბიზნესში გარიგებაზე კი არა, დიდ კონკურენციაზეა საუბარი. ბრალდებები იმის შესახებ, რომ ვიღაცა ვიღაცას ურიგდება, გამორიცხულია", - განაცხადა რაზმაძემ.

კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მოითხოვს, რომ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს კომისიის ყველა წევრი დაიკითხოს. ამის შესახებ გიორგი შარაშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო