ლევან გოგიჩაიშვილი ხათუნა გოგორიშვილს - კომპანია, რომელიც ადრე ტვირთებს გადაზიდავდა, თქვენი ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებლის იყო, დღეს კი სახელმწიფო კომპანიაა

კომპანია, რომელიც ადრე ტვირთებს გადაზიდავდა, თქვენი ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებლის იყო, დღეს კი სახელმწიფო კომპანიაა, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს ხათუნა გოგორიშვილს, რომელმაც ფინანთა მინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდი გაახსენა და ტვირთებთან დაკავშირებით კითხვით მიმართა.

„რკინიგზაში ტვირთებთან დაკავშირებით ძალიან მარტივ განსხვავებას გეტყვით - ის კომპანია, რომელიც ადრე დაკავებული იყო ტვირთების გადაზიდვით და იყო კერძო ხელში, კონკრეტულად, თქვენი ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებლის კომპანია იყო და მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ჯიბეში მიდიოდა, დღეს ეს კომპანია სახელმწიფო კომპანიაა და ეს თანხები არა კერძო პირების ჯიბეში, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტში მიედინება, სადაც მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები ფინანსდება.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრიგოლ მიქელაძე „საქართველოს რკინიგზის“ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რკინიგზა თავის დროზე „ნაციონალებმა“ დააქციეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა