მამუკა ბახტაძე - დღგ-ის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის

დღგ-ის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

როგორც მან აღნიშნა, მომავალი წლიდან უმნიშვნელოვანესი რეფორმა იგეგმება დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობების დაბრუნების მიმართულებით.

მისი განცხადებით, რეფორმა გულისხმობს დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების გამარტივებული და უსწრაფესი სისტემის დანერგვას.

"დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად შესაძლებელი იქნება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება განხორციელდეს 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში, მხოლოდ ელექტრონული განაცხადის წარდგენის საფუძველზე. რეფორმა ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფისა და რისკების შეფასების სისტემების სრულად განახლებას. აღნიშნული რეფორმის განხორციელების შედეგად, მომდევნო წლებში, კერძო სექტორში, დამატებით 600 მილიონ ლარამდე ფულად რესურსი გაჩნდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბიზნესის განვითარებისთვის. დღგ-ის ზედმეტობების დროული, მარტივი და ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშოწყობისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს