აჭარის მთავრობის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - „ნაცმოძრაობა“ ციფრების მანიპულირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს

ეს არის მორიგი ტყუილი „ნაციონალური მოძრაობისგან”, ისინი ციფრების მანიპულირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, - ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას აჭარის მთავრობის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა.

როგორც ლილუაშვილი განმარტავს, მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე პროექტების მონიტორინგისათვის ახალი ავტომობილის შეძენა აუცილებელი გახდა. ბესიკ ლილუაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებია ავტოპარკი არ განახლებულა და ტენდერი ამიტომ გამოცხადდა.

„დოკუმენტების მიხედვით, რეალურად მთავრობის აპარატი „პიკაპის“ ტიპის ერთ და „სედანის“ ტიპის ერთ ავტომობილს ყიდულობდა. ამ ორ ტენდერზე, რომელიც „სედსანს“ შეეხებოდა ტენდერი არ შედგა. ამ ეტაპისთვის ხელახალი ტენდერი გამოცხადებული არ არის. რაც შეეხება „პიკაპს“, ავტომობილის რაოდენება ერთია და დოკუმენტშიც ფიგურირებს, ამაზე ტენდერი მიმდინარეობს და ველოდებით დასრულებას. კიდევ ერთხელ ხაზ ვუსვამ, რომ ეს არის საჭიროება, რომლის წინაშეც დგას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი. „პიკაპის“ შეძენა განპირობებული იყო პროექტებისთვის, რომელსაც მთავრობა მაღალმთიან აჭარაში ახორციელებს და „პიკაპის“ ყოლა აუცილებელი იყო, რადგან მიმდინარე პროექტების მონიტორინგს ვახორციელებთ. ავტოპარკი არ განახლებულა უკანასკენელი წლების განმავლობაში და შესაბამისად, ეს საჭიროება გახდა. რეზო ხარაზი და „ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუის ტირაჟირებას აგრძელებს. აჭარის განათლების სამინისტრო მეორე კატეგორიის ორ „სედანს“ ყიდულობს. საიდან მოიტანა 5 ავტომობილი? დოკუმენტში წერია, რომ აჭარის განთლების სამინისტრო ორ ავტომობილს, ხოლო მთავრობის აპარატი ერთ ავტომობილს ყიდულობს“, - აცხადებს ბესიკ ლილუაშვილი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრის რევაზ ხარაზის განცხადებით, აჭარის მთავრობის აპარატისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის 5 ახალი ავტომობილის შესაძენად ბიუჯეტიდან 226 400 ლარი არამიზნობრივად იხარჯება. რევაზ ხარაზის თქმით, ავტომობილების შესაძენად ტენდერი მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო