დიმიტრი ქუმსიშვილი - პროდუქტიულობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია წიაღის სექტორის რეფორმა

პროდუქტიულობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია წიაღის სექტორის რეფორმა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით ექპორტის ნაწილში წიაღის სექტორი ძალიან დიდი წილის შემცველია.

,,პრაქტიკულად, ჩვენი ექსპორტის 35 % მოდის სასაქონლო პროდუქტებზე. აქ ამოცანა, ერთი მხრივ, არის იმ წიაღისეული რესურსის მდგრადი გამოყენება, რომელიც ქვეყანაში გაგვაჩნია და მეორე მხრივ, ეს უკვე არის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის ნაწილი, რომ რაც შეიძლება მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას იმ წიაღისეულზე, რომელიც ამ ქვეყანაში სწორად უნდა იქნას მოპოვებული იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი ინფორმაციით, 25 ათასზე მეტი ადამიანია დღეს ამ სფეროში დასაქმებული და პოტენციალი გვაქვს, რომ გაორმაგდეს ეს მიმართულება.

„დღეს, შესწავლის მიზნით, ლიცენზირებულია ტერიტორიის 3,8 % და ჩვენი ქვეყნის რელიეფიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია სადღაც 10 %-მდე გაიზარდოს აღნიშნული ტერიტორია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა