გიორგი კანდელაკი მიხეილ ჯანელიძეს - რა ინსტრუქცია აქვს ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩს PACE-ში რუსეთისთვის ხმის უფლების აღგენასთან დაკავშირებით?

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჯანელიძე არ პასუხობს კითხვას, თუ რა ინსტრუქცია აქვს ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩს რუსეთის დელეგაციისთვის PACE-ში ხმის უფლების აღდგენის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხზე დისკუსიებისას საქართველოს ელჩმა ევროპის საბჭოში პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. კანდელაკი დაინტერესდა, რა ინსტქურცია აქვს ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, თუმცა მიხეილ ჯანელიძისგან კონკრეტული პასუხი არ მიუღია.

„როცა 2014 წელს, რუსეთს ჩამოერთვა ხმის უფლება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ამის ერთ-ერთ მიზეზად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შესაბამის რეზოლუციაში შეიტანა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან მიმართებაში ვალდებულებების შეუსრულებლობა. დღეს ევროსაბჭოში არის დისკუსია რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენის შესახებ. მცირე ხნის წინ დისკუსია ამასთან დაკავშირებით გაიმართა მინისტრთა კომიტეტში, ელჩების ფორმატში. მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი არათუ არ აქტიურობდა, არაფერი უთქვამს, რითაც გამოიწვია გაკვირვება სხვა ელჩებისა. მე მაინტერესებს, რა ინსტრუქცია აქვს თქვენგან საქართველოს ელჩს ევროპის საბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების აღგენასთან დაკავშირებით?“, - მიმართა კანდელაკმა მიხეილ ჯანელიძეს.

„რაც შეეხება ევროსაბჭოს და რუსეთის დელეგაციის უფლებას, ინსტრუქცია ჩვენი მისიისადმი არის ძალიან მკაფიო - იმოქმედოს ორგანიზაციის პრინციპების შესაბამისად და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ამიტომ ჩვენ ამ პროცესში აქტიურად ვმონაწილეობთ, ვართ ჩართული როგორც საპარლამენტო დონეზე, ასევე ჩვენი მისიის მეშვეობით და ამ ორი პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული ახალი ელჩი ევროპის საბჭოში და მისი მეშვეობით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს ევროპის საბჭოსთან“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო