საფრანგეთის საელჩო „სიტროენ საქართველოსთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში საფრანგეთის საელჩო კომპანია „სიტროენ საქართველოსთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია „სიტროენ საქართველო“ არ შეიძლება დაკავშირებული იყოს „სიტროენის“ ბრენდთან, ვინაიდან არ იყო და არც არის სამართლებრივი კავშირი Automobiles Citroen SA და ამ იურიდიულ პირს შორის.

„აღნიშნული იურიდიული პირი არ იყო და არ არის სამართლებრივი წარმომადგენელი, უფლებამოსილი იმპორტიორი ან მიმწოდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. Automobiles Citroen SA უარყოფს ნებისმიერ კავშირს კომერციულ შეთავაზებებთან, რომელიც გაკეთებული იყო კომპანია „სიტროენ საქართველოს“ მიერ საჯარო ბაზრების კონტექსტში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო