დიმიტრი ქუმსიშვილი - უნდა დაინერგოს წიაღისეულის მოძიებისა და გამოყენების სწორი მეთოდოლოგია

უნდა დაინერგოს წიაღისეულის მოძიებისა და გამოყენების სწორი მეთოდოლოგია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

„რეფორმების მიმართულებით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი - ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ჩვენ მათთან ერთად შევიმუშავეთ პოლიტიკის დოკუმენტი და ასევე, სტრატეგია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს წიაღის სექტორის რეფორმა. შემიძლია შევეხო იმ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც სახელმწიფოს შეუძლია და ძალიან მალე, ვფიქრობთ, რომ უნდა მივიღოთ. პირველ რიგში, ეს არის წიაღის შესწავლის საკმაოდ მაღალი საფასური. ერთ ჰექტარზე - 500 ლარს ვახდევინებთ ჩვენ კომპანიას, რომელმაც უნდა მოიძიოს გარკვეული უბანი. პრაქტიკულად, ეს არის ბარიერი იმისთვის, რომ მეწარმე შევიდეს და შეისწავლოს კონკრეტული უბანი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება და მნიშვნელოვნად შემცირდება საფასური იმისთვის, რომ მოხდეს კომპანიების სტიმულირება.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაინერგოს წიაღისეულის მოძიების სწორი მეთოდოლოგია, სახელმწიფომაც და კერძო სექტორმაც იცოდეს, რა მარაგები გააჩნია სახელმწიფოს და რისი გამოყენება შეუძლია კერძო სექტორს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, დაინერგოს უკვე დაძიებული მარაგის სწორად გამოყენების მეთოდოლოგია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თუ, მაგალითად, ქვის საბადოზე წახალისებული იქნება სწორი ტექნოლოგია და იქ მოხდება არა აფეთქებით, არამედ სწორი დაჭრით ქვის ამოღება, დამატებით ღირებულება ამ საბადოზე გაცილებით მეტი შეიქმნება და საბადოც არ დაზიანდება.

„ეს იქნება სწორი და არა ის, რომ იქ ვიღაც მივიდეს, ერთჯერადად ააფეთქოს, კლდე მოხსნას და შესაბამისად ამით დაამთავროს ყველაფერი. აქ ტექნოლოგიურად ძალიან ბევრია გასაკეთებელი. სწორედ ის მეთოდოლოგიაა დასანერგი, ლიცეზიის გაცემის დროს ლიცენზიას გაყვეს დამუშავების მეთოდოლოგიაც. ეს წაახალისებს ტექნოლოგიურ განახლებას და ახალ ინვესტიციებს დარგში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს