საიას თავმჯდომარე - ის გარემოება, რომ შს მინისტრი ღიად აცხადებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სამინისტროს გააქტიურებას, მისასალმებელია

ის გარემოება, რომ მინისტრი ღიად აცხადებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სამინისტროს გააქტიურების საჭიროებას, მისასალმებელი და ძალიან კარგია, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ შს მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივის - სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვით ახალი დეპარტამენტის შექმნის შეფასებისას განაცხადა.

სულხან სალაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რა რეალური ფუნქციები ექნება დეპარტამენტს, რა პერიოდის განმავლობაში იქნება უფლებამოსილი რომ იმუშაოს და რა ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.

მისივე თქმით, თუ როგორ იმუშავებს ეს დეპარტამენტი პრაქტიკაში, ამას დრო აჩვენებს.

„ის გარემოება, რომ მინისტრი ღიად აცხადებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სამინისტროს გააქტიურების საჭიროებას, არის მისასალმებელი და ძალიან კარგი, ოღონდ მნიშვნელოვანია, რა რეალური ფუნქციები ექნება დეპარტამენტს, რა პერიოდის განმავლობაში იქნება უფლებამოსილი რომ იმუშაოს და რეალურად, რა ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. გარდა ამისა, თუკი ამ დეპარტამენტის საქმიანობა დაკავშირებული იქნება და ნამდვილად იქნება იმისთვის, რომ მართლა სამინისტროსთან მიმართებაში გატარდეს რეფორმები, ეს ცალსახად კარგია. პრაქტიკაში რამდენად იმუშავებს ეს დეპარტამენტი, ალბათ გვაჩვენებს დრო, რადგან ყველას გვექნება საშუალება ამ დეპარტამენტის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღოთ და პერიოდულად, თუ შსს საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ასევე, კარგი იქნება”, - განაცხადა სულხან სალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ნაწილში გამოწვევები საკმაოდ მაღალია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა