სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგია რიგაში საერთაშორისო ფორუმზე წარადგინეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგია რიგაში საერთაშორისო ფორუმზე წარადგინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების ფორუმში“, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა.

ფორუმზე სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა მარიკა ნაცვლიშვილმა და ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი კაპანაძემ საერთაშორისო ექპერტებს, მენტორებსა და უცხოელ კოლეგებს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა“ გააცნეს და გაუზიარეს სამსახურის მომავალი, 5 წლის ხედვა წარუდგინეს.

უწყების ინფორმაციით, ხედვა ითვალისწინებს: დამოუკიდებლობისა და ინსტიტუციურ გაძლიერებას, მაღალხარისხიანი აუდიტორული საქმიანობით სამსახურის როლის გაზრდას საჯარო ფინანსების მართვაში, პარლამენტის, მთავრობის და საზოგადოების მეტ ჩართულობას, მმართველობითი სისტემის დანერგვას და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და სერბეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების წარმომადგენლები ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა მიიღო. რიგის სასახლეში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე განიხილებოდა ლატვიის სეიმის საჯარო ხარჯების და აუდიტის კომიტეტის მუშაობის პრინციპები, სხვადასხვა ქვეყნების აუდიტორული სამსახურების სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრაზე ლატვიის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უდიდეს როლსა და შესაძლებლობებზე საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით.

„აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების ფორუმი“ გაიმართა ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით, პროექტის - „უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების შესაძლებლობების ამაღლება საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) ინტეგრაციის პროცესში" ფარგლებში. პროექტის მიზანია უმაღლესი აუდიტორული სამსახურების ინსტიტუციური გაძლიერება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა