გიორგი გახარია - სადაც სამართალდამცველების გადაცდომა დადასტურდება, ჩვენი მხრიდან უმკაცრესი ზომები გატარდება

სადაც სამართალდამცველების გადაცდომა იქნება დადასტურებული სასამართლოს მხრიდან, ჩვენი მხრიდან უმკაცრესი ზომები გატარდება, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ”ბირჟა მაფიის” წევრების საქმეზე ”ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

”ბირჟა მაფიის” საქმეზე გადაწყვეტილება დევნის შეწყვეტაზე მიიღო პროკურატურამ. შესაბამისად, ბალანსის მომენტი მუშაობს. სტანდარტი სულ სხვაა სასამართლოში და პროკურატურაში. როდესაც საგამოძიებო კომპონენტი ვერ უძლებს სტანდარტს, მაშინ ხდება მახინჯი რეციდივები, სადაც ეს იქნება ფაქტობრივად დადასტურებული სასამართლოს მხრიდან, ჩვენი მხრიდანაც უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული. არასამართლიანად და უკანონოდ ხელს არავის დავაფარებთ. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ჩემი დროის 50% იყო დათმობილი პოლიციელების დაცვაზე. ერთი შემთხვევა მოხდა, როდესაც პოლიციელს თავი გაუტეხეს, მეორე შემთხვევაში, პოლიციელისთვის რაიმეს დაბრალება გახდა ინსტრუმენტი კანონის დარღვევის შემთხვევაში რაღაც ალიბების შეთხზვის. რაღაც ბალანსი გაგვექცა, სადღაც გატყდა სიტუაცია. უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველანაირი პოლიტიკური პოზიციის გათვალისწინების გარეშე, საზოგადოების უსაფრთხოება არის თითოეული ჩვენგანის ინტერესი”, - განაცხადა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს