მევლუთ ჩავუშოღლუ - აზერბაიჯანს, თურქეთს და ირანს არ შეუძლია იერუსალიმთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილების მიღება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა, თეირანი და ბაქო მხარს დაუჭერენ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე იერუსალიმის სტატუსის შესახებ რეზოლუციას.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მხარეები ვერ მიიღებენ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას.

აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა ბაქოში შედგა.

„ჩვენ იერუსალიმის ირგვლივ სიტუაცია და აშშ-ს გადაწყვეტილება განვიხილეთ. აზერბაიჯანს, თურქეთს და ირანს არ შეუძლიათ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების მიღება. ხვალ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოტანილი იქნება რეზოლუცია. ჩვენ შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ მას“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, „ვაშინგტონის გადაწყვეტილება იერუსალიმის შესახებ მიუღებელი და არასამართლიანია“.

„ანკარა დაიცავს პალესტინელების უფლებებს“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა