ბრალდების მხარე გიორგი როსტომაშვილისა და ნიკოლოზ მჭედლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

ბრალდების მხარე გიორგი როსტომაშვილისა და ნიკოლოზ მჭედლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

როგორც პროკურორმა ლევან კოპალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ორივე პირის, როსტომაშვილისა და მჭედლიანის ბრალეულობა დასტურდებოდა. მისივე თქმით, ბრალდების მხარე საქალაქო საასმართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

”ბრალდების მხარემ მოისმინა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულების მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი. ბრალდების მხარე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მიაჩნია, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იყო კონკრეტული პირების ბრალეულობა. საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”, - განაცხადა ლევან კოპალიანმა.

ბრალდებულები გიორგი როსტომაშვილი და ნიკოლოზ მჭედლიანი დღეს სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. შეგახსენებთ, რომ გიორგი როსტომაშვილს და ნიკოლოზ მჭედლიანს ბრალი ქურდობასა და ყაჩაღობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ედებოდათ.

მიმდინარე წლის მარტის თვეში, თბილისში დაფიქსირდა ყაჩაღობის ფაქტი. ბიზნესმენ ლევან შანშიაშვილს იარაღის მუქარით ავტომანქანა და ძვირადღირებული ნივთები მოსტაცეს. აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულები სწორედ მჭედლიანი და როსტომაშვილი იყვნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა