გიორგი გახარია - ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდნენ ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში

საქართველოს შს მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებაში ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდნენ ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში.

როგორც რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გახარიამ განაცხადა, მათი საქართველოში შემოსვლა საზღვრის დაცვის პოლიციის რეფორმირების საჭიროების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია.

”არის დაწყებული კონკრეტული გამოძიება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდა ეს ხალხი აქ. საზღვრის დაცვის პოლიციის რეფორმირების საჭიროების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია ესეც”, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ხდებოდა თუ არა იმ ბინაზე, სადაც ჩატაევი და მისი თანამზრახველები ცხოვრობდნენ, ოპერატიული მოქმედებები, ეს გამოძიების თემაა.

”რეალურად, ამ სპეცოპერაციის დროს ძირითადი ამოსავალი წერტილი იყო მოქალაქეების უსაფართხოება. ამიტომ გაგრძელდა სპეცოპერაცია ამდენი ხნის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, იყო ტრაგედია. თქვენ რომ შეადაროთ მსგავსი ოპერაციები ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს, საკმაოდ კარგად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული”, - აღნიშნა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს