დავით უსუფაშვილი - სტრუქტურული ცვლილებების საჭიროებას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ არა ასეთ მოუმზადებელს, მექანიკურს და ეკლექტურს

სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების საჭიროებას ვაღიარებთ ყველა, მაგრამ არა ასეთ მოუმზადებელს, მექანიკურს და ეკლექტურს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის დამტკიცების პროცესი უფრო ფორმალობაა, ვიდრე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები.

მისივე თქმით, ცვლილებების შედეგად მოსალოდნელი იყო უფრო მეტი დამაზარალებელი ეფექტი, თუმცა “ჩვენ გარკვეული შედეგები გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე უარესი არ ხდება”.

“არ ველოდები, რომ რაიმე პრობლემა ექნება უმრავლესობას დღეს, ხვალ, ზეგ, მაგრამ ეს პრობლემები იქნება მაზეგ იმიტომ, რომ ასე ქვეყნები არ იმართება. ასეთი ეკლექტური, გაუზარებელი ცვლილებები თავს იჩენს ბოლოში, თუმცა ამ პროცესში ძალიან ბევრი მიზანმიმართული მცდელობის შედეგად ჩვენ შევამცირეთ დამაზარალებელი ეფექტი ამ ცვლილებების - გადარჩა დაზვერვის სამსახური, მოხერხდა ის, რომ უსაფრთხოების სამსახურს არ მიეცა ის უფლებამოსილება, რომელიც მას კიდევ უფრო დიდ მონსტრად აქცევდა. შედეგია ის, რომ უსაფრთხოების და უშიშროების საბჭოების გაუქმების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიაზრეს, რომ აუცილებელია, მთავრობაში, პრემიერ-მინისტრის სიახლოვეს ასეთი ორგანოს შექმნა მომავალში. ასე რომ, ჩვენ გარკვეული შედეგები გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე უარესი არ ხდება”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო