პატრულის თანამშრომლები ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით ივლიან

საპატრულო პოლიციას 100 ჰიბრიდული და ელექტროავტომობილი გადაეცა. როგორც პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ამ 100 ავტომობილიდან ნაწილი ელექტროა, ნაწილი კი ჰიბრიდი.

”იაპონური გრანტის მეშვეობით, საქართველოში დაახლოებით ერთი კვირის წინ შემოვიდა 100 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი. იდეა იყო იმაში, რომ მთავრობის წევრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა ჩვენი თხოვნით, ეს ავტომობილები დაეთმობა პატრულს”, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: ”პატრულის თანამშრომლები ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით ივლიან”

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს