სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი შეიმუშავა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი შეიმუშავა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

ეთიკის კოდექსი მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირებისთვის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით სამოდელო ქცევის წესების დანერგვას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის თქმით, მითი იმის შესახებ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იყო მიუწვდომელი, დაიმსხვრა.

„დღეს ჩვენ მოვიწვიეთ შემსყიდველი ორგანიზაციები და მათ ვაცნობთ ეთიკის კოდექსს, რომელსაც დღეს მივიღებთ. ყველა შემსყიდველი, ვისაც საშუალება ექნება მოვა და ხელს მოაწერს ამ ეთიკის კოდექსზე. ის მითი, რაც არსებობდა შესყიდვების სააგენტოზე, რომ მიუწვდომელი„ქაჯეთის ციხე“ იყო და არავინ ინფორმაციას არ მოგაწვდიდა, დაიმსხვრა“, - განაცხადა რაზმაძემ.

რაზმაძემ იმ ვალდებულებაზეც ისაუბრა, რასაც შემსყიდველები ეთიკის კოდექსით აიღებენ.

„დღეს მივედით იმ დონემდე, რომ შემსყიდველებს შევთავაზოთ ეთიკის კოდექსი. გარკვეული ვალდებულებები ავაღებინოთ მათ კეთილსინდისიერი ქმედებებისკენ, საქმისადმი სწორი მიდგომისკენ“, - განაცხადა რაზმაძემ.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, კოდექსი ხელს შეუწყობს იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში დაცული იყოს პროფესიულ-ეთიკური სტანდარტები, რაც თავის მხრივ, პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს დარგში დასაქმებულ პირთა პროფესიონალიზმსა და პირადი პასუხისმგებლობის როლის გაძლიერებაზე.

მათივე ინფორმაციით, ეთიკური ქცევის პროფესიული სტანდარტები უნივერსალურია და აერთიანებს პატიოსნებისა და ნდობის, კანონმორჩილების, მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის, კონფიდენციალურობის, გულისხმიერებისა და წინდახედულობის, გამჭვირვალობისა და ღიაობის, ანგარიშვალდებულების, პროპორციულობის და პროფესიონალიზმის პრინციპებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს