კახა კალაძე ზემო ფონიჭალაში მოსახლეობისთვის ფართების დაკანონების პროცესს დაესწრო

ძალიან ბევრია ასეთი ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში და დღესაც ვერ ახერხებენ ფართის დაკანონებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძე დღეს ზემო ფონიჭალაში მოსახლეობისთვის ფართების დაკანონების პროცესს გაეცნო.

„ახლა ჩვენ ვიმყოფებით ფონიჭალაში, სადაც კონკრეტულ ოჯახებს, დაახლოებით 30 ოჯახს გადაეცა ბინები საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად 1 ლარად.

სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრია ასეთი ოჯახები, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობს კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში, შვილები, შვილიშვილები, თაობები გამოზარდეს და დღესაც ვერ ახერხებენ, გარკვეული, გაურკვეველი მიზეზების გამო დაკანონებას. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება. ძალიან ბევრ ოჯახს მიეცა შესაძლებლობა ფართების დაკანონების. დღეს კონკრეტულად ამ ადამიანებს ხედავთ, რამხელა სიხარულია. უკვე მთავრობაზე იქნა გამოტანილი, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და ექნებათ შესაძლებლობა დაირეგისტრირონ ფართი. მინდა მივულოცო ამ ადამიანებს დღევანდელი დღე, მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატება, წინსვლა და ყოველივე საუკეთესო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო