კახა კალაძე - თუ არსებობს რაიმე ხარვეზი ოჯახებში გამათბობლების შემოწმებასთან დაკავშირებით, ”ყაზტრანსგაზ-თბილისს” მოვუწოდებთ, რომ გამოასწოროს

თუ არსებობს რაიმე ხარვეზი, ”ყაზტრანსგაზ - თბილისის” მიერ დაწყებულ კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც ოჯახებში გამათბობლების შემოწმებას ითვალისწინებს, გვექნება კომუნიკაცია და ხარვეზს გამოვასწორებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ მათთან კომპანიის წარმომადგენლები არ მისულან ან გამოძახებაზე საათების დაგვიანებით მიდიან.

„მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, არ ვიცი ვინ მოგაწოდათ და რაზე დაყრდონობით აკეთებთ ამ ანალიზს. მე ვიცი, რომ ყველა გამოძახების შემთხვევაში ვისაც აქვს სურვილი, რომ საკუთარ სახლში დამონტაჟებული გათბობის ქვაბი იქნება თუ ა.შ. დარეკვის შემთხვევაში ”ყაზტრანსგაზ - თბილისის” თანამშრომლები მიდიან, ახორციელებენ შემოწმებას, თუ რაიმე არის შესაცვლელი, უსწორებენ და შესაბამისად, ჩემი ინფორმაციით, ნორმალურად მიმდინარეობს ეს პროცესი. თუ არსებობს რაიმე ხარვეზი, რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია და მოვუწოდებთ მათ, რომ ეს ხარვეზი იქნას გამოსწორებული“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა