ხელვაჩაურში თვითდაზიანების შედეგად დაშავებული მოზარდის მეგობარი ადასტურებს, რომ 17 წლის ბიჭი „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა

ხელვაჩაურში თვითდაზიანების შედეგად დაშავებული 17 წლის მოზარდის მეგობარი ადასტურებს, რომ მისი მეგობარი „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის მეგობარს პერიოდულად ხელზე დანით დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. მეგობრის თქმით, დაშავებული ნაკლებად კომუნიკაბელური იყო.

"მასთან ვმეგობრობდი. ურთიერთობაში გახსნილი და მოლაპარაკე არ ყოფილა. ის „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა. თვითონ ამბობდა, ვთამაშობდი, მაგრამ ახლა აღარ ვთამაშობო. ხელზე დანით მიყენებული ნაკაწრები ჰქონდა, რაც სკოლის მოსწავლეებმა, დირექტორმაც შეამჩნია",- განაცხადა დაშავებულის მეგობარმა.

როგორც ცნობილია, ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდმა, სავარაუდოდ, სანადირო თოფით თვითდაზიანება ორი დღის წინ, სახის არეში მიიყენა. ის კრიტიკულ მდგომარეობაშია.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა