მამუკა ბახტაძე - კაპიტალის ბაზრის განვითარება მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია

კაპიტალის ბაზრის განვითარება მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მისი თქმით, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სიღრმე და ეფექტურობა შექმნის ეროვნული ვალუტით გრძელვადიანი დაფინანსების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებლის განვითარებას. სტაბილური ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი, თავის მხრივ, შეამცირებს მერყეობებს ეკონომიკაში და კიდევ უფრო გაზრდის მის ეფექტურობას.

„ჩვენი უწყების კომპეტენციის ფარგლებში უკვე განხორციელდა ღონისძიებები საგადასახადო სისტემის და ფასიანი ქაღალდების მიმართულებით, კერძოდ, განხორციელდა ფასიანი ქარალდების დაბეგვრის სისტემის ძირეული გადახედვა. შემუშავდა საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტი. ამჟამად, საქართველოს პარლამენტში, სწორედ აღნიშნული პროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირები და არარეზიდენტები თავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან, ასევე, სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით და სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე, გარდა განაკვეთების შემცირებისა. ცვლილების თანახმად, შესაძლებელი იქნება როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი პირებისთვის სრულად განულდეს საგადასახადო ადმინისტრირების რისკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ფინანსური ინტრუმენტების დაბეგვრის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა