კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ მუშაობა დაიწყო.

აღნიშნული წესის მიხედვით, ინტერნეტ-მომსახურების ისეთი პარამეტრების გაზომვა უნდა მოხდეს როგორიცაა: ჩამოტვირთვისა და ატვირთვის სიჩქარე, დაყოვნება, ჯიტერი, დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი. სპეციალური პროგრამული აპლიკაციის საშუალებით და დადგენილი პარამეტების მიხედვით, მომხმარებელი შეძლებს შეამოწმოს ინტერნეტ-მომსახურების ხარისხი და შეადაროს მომსახურების მომწოდებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაწერილ პარამეტრებს. ასევე, კომისიის აპარატს ექნება საშუალება, დამოუკიდებლად, პორტაბელური მოწყობილობებისა და შესაბამისი პროგრამული აპლიკაციების დახმარებით, გაზომოს კონკრეტული ინტერნეტ-მომსახურების ხარისხი ფიზიკური აბონენტის ქსელში საქართველოს ნებისმიერ წერტილში. როგორც მომხმარებლის, ასევე კომისიის აპარატის მიერ მიღებული გაზომვის ყველა შედეგი, ერთიან მონაცემთა ბაზაში მოხვდება.

ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის სისტემის შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებული ტექნდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც კომისიის, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო