დიმიტრი ქუმსიშვილმა დეპუტატებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის შედეგები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტარებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის შედეგები გააცნო.

მისი ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება როგორც ექსპორტის სტიმულირების, ისე მეწარმოების განვითარების მიმართულებით. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ დაფინანსებული ინდუსტრიული პროექტების რაოდენობა დღეს 254-ს შეადგენს. მათ შორის სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება არის 92, გაცემული სესხი - 393 მლნ ლარი, ინვესტიციები - 687 მლნ ლარი. ამასთან, როგორც პირველმა ვიცე პრემიერმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობამ 12 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა.

რაც შეეხება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას, დიმიტრი ქუმსიშვილმა მასზე მუშაობის დაწყების პერიოდი გაიხსენა.

„როდესაც ჩვენ ამ პროგრამაზე დავიწყეთ საუბარი, (ის „ბრიტიშ პეტროლიუმისგან“ ვისწავლეთ), მაშინ იყო ძალიან დიდი კითხვის ნიშნები, თუ რამდენად მოახერხებდა ერთი მოსახლე 5000 ლარად რაღაც ბიზნესის შექმნას. პირადად მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან თანხის მოცულობა მცირეა, მაგრამ პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას რეგიონებში 8000-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, გადამზადებულია 14 000-ზე მეტი ადამიანი და შექმნილია შესაბამისი სამუშაო ადგილები.

„თავად პროგრამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს ასწავლის საბაზისო უნარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომში კი მას აძლევს იმ მინიმალურ თანხას და შესაძლებლობას, რომ ადგილზე განავითაროს ბიზნესი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს