ქეთევან ციხელაშვილი - ხელისუფლებას გააჩნია მშვიდობიანი, მწყობრი, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის გამთლიანებაზეა ორიენტირებული

კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია მშვიდობიანი, მწყობრი, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის გამთლიანებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს პარლამენტის 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, გაწეული მუშაობის ანგარიშისა და სამომავლო ხედვის წარდგენისას განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილმა სხდომაზე სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ისაუბრა, რაზეც კონკრეტული ქმედებები და ინიციატივებია დაფუძნებული: მშვიდობა და მშვიდობის უზრუნველყოფა; დეოკუპაცია, ნდობის მშენებლობა - შერიგება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა; კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის სახელმწიფოებრივ სივრცეში მეტი მომსახურებისა და შესაძლებლობის შეთავაზება; ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობისა და დაახლოების ფორმატებიდან გამომდინარე ახალი შესაძლებლობების და სარგებლოს გაზიარება, სამშვიდობო პოლიტიკის ამოცანებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზება.

„აშკარაა, რომ არსებული სიტუაცია არც ქართველების, არც ოსებისა და არც აფხაზების ინტერესებში არაა, სწორედ ამიტომ, ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვდგამთ მათი საჭიროებების და ინტერესების თანმხვედრ ნაბიჯებს. ჯანდაცვის და განათლების მიმართულებებით მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯები გადავდგით, ასევე აღსანიშნავია დახმარება, რომელიც სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გავწიეთ“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებს შორის დაგროვილი პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილებას. ასევე, ბოლო წლების განმავლობაში, უკანონო პატიმრების გათავისუფლებას სოხუმისა და ცხინვალის საპატიმროებიდან. მათ შორის ხანგრძლივი უკანონო პატიმრის, გიორგი გიუნაშვილის, რომლის გათავისუფლების საკითხში ჩართული ყველა პირისა და მხარის ძალისხმევა სახელმწიფო მინისტრმა დადებითად შეაფასა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დახმარების პროგრამაზე.

მისი თქმით, „განსაკუთრებით პრიორიტეტულია სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში იმ ადამიანებზე ზრუნვა, ვისთვისაც მიმდინარე ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი ყოველდღიურ გამოწვევად იქცა“.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს, რომლებიც გამოწვევებს მართლაც გმირულად, მოთმინებით უმკლავდებიან“, - განაცხადა ციხელაშვილმა, რომელმაც აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გაფართოებისა და პოლიტიზირების გარეშე, ჰუმანიტარული პრინციპების გათვალისწინებით პრაგმატულ გამოსავლებზე მსჯელობის მზაობა გამოხატა და ამ მიმართულების შემუშავებული ახალი ინიციატივების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ შევიმუშავეთ ახალი, კონკრეტული ინიციატივები და წინადადებები გამყოფ ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესებისათვის: ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და წვდომა იმ სიკეთეებზე რომელთაც ჩვენი სახელმწიფო ქმნის“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის გამოსვლა ასევე დაეთმო სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკას, რაც მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და თანასწორობის პრინციპს ეფუძნება. ეს გულისხმობს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკას - თითოეული მოქალაქის, ჯგუფის იდენტობის თვითმყოფადობისა და უფლებების დაცვას და ასევე მათ სრულფასოვან, ღირსეულ ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო