ომბუდსმენი პარლამენტის წევრებისთვის ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავებას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს პარლამენტის წევრებისთვის ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავებას და იმედს გამოთქვამს, რომ კოდექსი პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელდება.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ეთიკის კოდექსის პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრებს სხვა შეზღუდვებთან ერთად აეკრძალებათ შეურაცხმყოფელი, პატივის და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება. პროექტით ასევე გაწერილია აღსრულების მექანიზმი, რომელიც, კოდექსის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრებისთვის ეთიკის საბჭოს მიერ დისციპლინური სანქციის დაკისრებას ითვალისწინებს.

სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ 2017 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტისადმი გაგზავნილი ზოგადი წინადადებით, სახალხო დამცველმა პარლამენტს მოუწოდა, რომ დეპუტატთა შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების შემთხვევაში, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის შექმნის შესაძლებლობა განეხილა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა