ხელვაჩაურის საჯარო სკოლაში, რომლის მოსწავლემაც თვითდაზიანება მიიყენა, გამომძიებლები იმყოფებოდნენ

ხელვაჩაურის პირველ საჯარო სკოლაში, რომლის მოსწავლემაც თვითდაზიანება მიიყენა, გამომძიებლები იმყოფებოდნენ. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები სკოლის დირექტორს და პედაგოგს გაესაუბრნენ.

სკოლაში ასევე იმყოფებოდნენ სოციალური სააგენტოს სამსახურის თანამშრომლები.

როგორც დაშავებული მოზარდის პედაგოგი ნინო ფუტკარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, მოზარდს ხელებზე დაზიანებები ზაფხულში პირველმა შენიშნა და შესაბამის სამსახურებს შეატყობინა.

"ინტერნეტ თამაშების შესახებ ტელევიზიით ვიცოდი და ნაკაწრები რომ შევამჩნიე, დირექტორს ვაცნობე. მივმართეთ შესაბამის უწყებებს, ფსიქოლოგებიც გაესაუბრნენ. ჩვეულებრივი მოსწავლე იყო, სიცელქით არ გამოირჩეოდა. თვითონ მოსწავლე ამბობდა, რომ კომპიუტერთან წვდომა არ ჰქონია. ფსიქოლოგები ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ბავშვი 27 სექტემბრის შემდეგ სკოლაში მამის განცხადების საფუძველზე არ გამოცხადებულა",- აცხადებს კლასის პედაგოგი ნინო ფუტკარაძე.

17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც სავარაუდოდ თვითდაზიანება მიიყენა, კრიტიკულია.

ცნობისთვის, სუიციდის მცდელობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. თვითმკვლელობის მიზნით დაზიანებების მიყენების შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით იწყება, რომელთა დიდი ნაწილი მძიმე სასჯელს, თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა