რუსთაველზე დაჭრილი მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში დაჭრილი მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მოზარდი გუშინ დაჭრეს. მას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. გუშინ, გვიან ღამით, პოლიციამ ფაქტის თვითმხილველები გამოკითხა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს