ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან” კლინიკა "მედალფაში" განუცხადეს.

უბედური შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. სატვირთო ავტომანქანას გადაადგილებისას საბურავი მოძვრა და ტროტუარზე მყოფ 15 წლის ბიჭს დაეჯახა.

მოზარდი ლანჩხუთში, კლინიკა "მედალფაში" მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა