გიორგი კვირიკაშვილი - სასჯელაღსრულების ახალი ტიპის დაწესებულების მშენებლობა მნიშვნელოვანი იქნება ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრის კუთხით

სასჯელაღსრულების ახალი ტიპის დაწესებულების მშენებლობა მნიშვნელოვანი იქნება ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრის კუთხით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,

სასჯელაღსრულების მიმართულებით ხარისხობრივი და თვისობრივად დიდი ცვლილებებია.

”ეს არის სფერო, რომელზეც ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ხაზს უსვამს პროგრესს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ ახალი ტიპის დაწესებულებების მშენებლობა მოხდეს ერთობლივად და მასშტაბურად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრის კუთხით. ჰუმანური მეთოდების შემოღების მიზნით ყალიბდება დაწესებულებები, რომლებიც რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს და პატიმრებს მოამზადებს თავისუფალი ცხოვრებისთვის. არაერთი ასეთი ნაბიჯის გადადგმა იგეგმება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს