სასამართლომ ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლის ელზა ზოდელავას სარჩელი დააკმაყოფილა. მისი ინტერესების დაცველის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტის ლელა მოწონელიძის თქმით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ზოდელავას გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ დააკმაყოფილდა. რაც შეეხება ელზა ზოდელავას, ის სამსახურში დაბრუნებას აპირებს.

„მე მინდოდა, რომ სიმართლეს ეზეიმა, ასეც მოხდა. მუზეუმის დირექტორმა პირადი ინტერესით გამათავისუფლა. დეტალები მას შემდეგ გვეცოდინება, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაგვბარდება“, - განაცხადა ზოდელავამ.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი ზუგდიდის რაიონულმა მიმდინარე წლის ივნისში არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილება ზოდელავამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა.

ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიის დირექტორის, ლილი ბერაიას განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლის ელზა ზოდელავას სარჩელის სრულად დააკმაყოფილების შესახებ არაფერი იცოდა. მისი თქმით, თუ სასამართლო მის სარჩელს დააკმაყოფილებს, ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა