გიორგი კვირიკაშვილი - ოკუპაცია და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება

ოკუპაცია და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება და ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები, რომ არსებული ფორმატები უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა აქვს დაგეგმილი როგორც ოკუპაციის პრობლემების საერთაშორისო ფორმატებში აქტიურად დაყენების, ასევე რეინტეგრაციის მიმართულებით.

„ოკუპაცია და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ადამიანის უფლებების კუთხით ძალიან მძიმე დარღვევები ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა ჩვენი ხელისუფლების და ამ მიმართულებით, ჩვენ რა თქმა უნდა, ვაძლიერებთ ძალისხმევას სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში. ეს იქნება ხაზი, რომელსაც ჩვენ გავაგრძელებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები, რომ არსებული ფორმატები, უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ და ამ კუთხით ჩვენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ვსაუბრობთ. ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რეინტეგრაციის კუთხით, შერიგების პოლიტიკის კუთხით. გვაქვს ძალიან თამამი გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელსაც უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ პარლამენტში განსახილველად. ეს ნაბიჯები ჩვენ საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი რეინტეგრაცია მოვახდინოთ ჩვენს მოსახლეობასთან, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე მათ მივცეთ საშუალება, რომ ყველა ის პოზიტივი გამოიყენონ, რაც დღეს საქართველოში იქმნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა