გიგა ბოკერია - ივანიშვილი ამბობდა, რომ მეოთხე წელი იქნებოდა უკეთესი, ახლა მეხუთე წელია - ეს იყო შეგნებული სიცრუე, თუ პარალელურ რეალობაში ვცხოვრობთ?

"ევროპულმა საქართველომ" საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს ბიძინა ივანიშვილის მიერ წლების წინ გაჟღერებული დაპირებების ამსახველი ვიდეო აჩვენა.

ვიდეორგოლში ასახული იყო ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები იაფ ფულზე, გადასახადების განახევრებაზე, ოპოთეკარებსა და ა.შ

"ბატონო გიორგი, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მეოთხე წელი იქნებოდა უკეთესი, ახლა უკვე მეხუთე წელია. თქვენთან მაქვს კითხვა, ეს იყო შეგნებული სიცრუე, არაკომპეტენტურობა, თუ დაპირებები შესრულდა და ჩვენ პარალელურ რეალობაში ვცხოვრობთ?", - მიმართა კვირიკაშვილს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ამ წუთებში საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე მთავრობის შემადგენლობას უსმენენ.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა