სემეკში წარდგენილი კანდიდატის გოჩა შონიას შეფასებით, ძირითადი გამოწვევა ის ახალი რეგულაციები და რეფორმებია, რომელიც ენერგეტიკის სექტორში იწყება

სემეკში ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის გოჩა შონიას შეფასებით, ძირითადი გამოწვევა ის ახალი რეგულაციები და რეფორმებია, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ახლა იწყება.

“ასოცირების ხელშეკრულებით და ენერგეტიკულ თანამეგობრობაზე მიერთების ოქმით ავიღეთ სწორედ ამ ბაზრის რეფორმირების ვალდებულება. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს არის ძალიან რთული, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ენერგეტიკის განვითარებისათვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გოჩა შონიამ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სემეკში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურებს ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრებს პარლამენტი დაამტკიცებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა